1 2 3 4 5
ზურაბ იონანიძე: ოპტიმალური ვარიანტი 16-გუნდიანი ჩემპიონატია

 

    ქართულ საფეხბურთო წრეებში ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი თემა უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდაა. მარტვილის "მერანი" ამ წამოწყებას აქტიურად უჭერს მხარს. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ "მერანის" მთავარ მწვრთნელს, ზურაბ იონანიძეს დავუკავშირდით. 

 

- უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდას მივესალმებით. ეს პროექტი ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. რეგიონებიდან უფრო მეტი კლუბი იქნება წარმოდგენილი და რაც თავარია მეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება.

- თუმცა, აღნიშნული იდეის ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში 16-გუნდიანი ჩეპმიონატის ჩასატარებლად საკმარისი პირობები არ არის..

- გასაგებია, რომ პირობები იდეალური მართლაც არ არის, თუმცა ყველა გუნდი ასე თუ ისე ახერხებს არსებობას და კალენდარული მატჩების ნორმალურად ჩატარებას.

- შაბათს "ზუგდიდი" დაამარცხეთ. როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრას? 

- კარგია, რომ მატჩი მოვიგეთ. უშუალო კონკურენტი დავამარცხეთ, რაც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საინტერესო თამაში გამოვიდა. გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა სასიხარულოა, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა?

- მთავარ კონკურენტებს და თქვენს შანსებს როგორ შეაფასებდით? 

- ჩვენი მთავარი კონკურენტები "სპარაკი" და "ზუგდიდი" არიან. ორივე კარგი, ახალგაზრდული გუნდია. შანსებზე კი რა გითხრათ.. ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ თეორიული შანსი მაინც გვექნება.

-  საჩემპიონო რბოლაში რომელ გუნდს გამოარჩევდით? 

- "დინამოს" წაგებით უმაღლესის პირველ ექვსეულში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. შანსები "ზესტაფონსაც" გაუჩნდა. ორივე საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჯერ რთულია იმის თქმა, თუ რომელი მოახერხებს ტიტულის მოპოვებას.

- თქვენი კლუბის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით? 

- ამ ეტაპზე ვერაფერს. ჩვენთვის ერთადერთი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. დანარჩენი კი, სეზონის ბოლოს გაირკვევა.

 

fanebi.com



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 10 21
გაგრა (გაგრა) 10 16
სამგურალი (წყალტუბო) 10 16
სიონი (ბოლნისი) 10 16
მერანი (მარტვილი) 10 15
რუსთავი (რუსთავი) 10 13
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 10 12
დინამო (ზუგდიდი) 10 9
შევარდენი (თბილისი) 10 9
არაგვი (დუშეთი) 10 7