1 2 3 4 5
მერანი-გურია 1:1 - მერანი მეოთხედფინალშია

ასპარეზობას გამოეთიშა "ზესტაფონი", ქუთაისის "ტორპედოს" კი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ "სპარტაკთან" ჭიდილში პენალტების სერია დასჭირდა მეოთხედფინალში გასასვლელად.

...ისე როგორ უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპზე პირველი ლიგის წარმომადგენელიც არ გვეხილა? ეს პატივი წილად ერგო ქობულეთის "შუქურას", რომელიც უმაღლესი ლიგის შვიდ გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ჩიხურა", "დილა", "მეტალურგი", "მერანი", "სიონი") ერთად დაელოდება საქართველოს თასის მეოთხედფინალის წილისყრას.

ამ ეტაპის პირველი მატჩები კი, კალენდრის თანახმად, 2014 წლის 26 თებერვალს უნდა გაიმართოს...

* * *
"მერანს" ისევ საკადრო პრობლემები აქვს - აკაკი შულაია, ლაშა კუჭუხიძე და გიორგი ლობჟანიძე ტრავმირებულები არიან. ახლა მათ დაემატა შოთა ბაბუნაშვილიც, რომელიც ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

პირველი ტაიმი სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. "გურიამ" პირველი სახიფათო მომენტი 26-ე წუთზე შექმნა - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კოშკაძეს მიუვიდა, მაგრამ მისი ყუმბარისებური დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს. 

ზუსტად ორ წუთში ჯიშკარიანმა მახვილი კუთხიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და მეკარესა და მცველს შორის შეუთანხმებელი თამაშის შედეგად კინაღამ კარში აღმოჩნდა. შეცდომა ისევ ხუბუამ გამოასწორა და ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელი კარიდან გამოიტანა.

გულხელდაკრეფილები არც მასპინძლები ყოფილან. ბაბუნაშვილისა და შალვა კვანტალიანის კომბინაციას ეს უკანასკნელი აგვირგვინებდა, თუმცა ბოლო წამს კონცენტრაცია დაკარგა და წაიქცა. შესვენებამდე მარტვილელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ - კვანტალიანის გადაცემის შემდეგ მოედანზე ახალშესული მელქაძე ცდილობდა დარტყმას, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

უფრო საინტერესო მეორე ტაიმი გამოდგა. გოლებთან ერთად, რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც ვიხილეთ - მელქაძის შორეული დარტყმა ძელს მოხვდა. მალევე გურულები დაწინაურდნენ: 55-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული თავისუფალი დარტყმა ჩიკვილაძემ გოლად აქცია - 0:1.

მარტვილელები არ გატყდნენ და თამაშის სადავეები კვლავ იგდეს ხელთ. აქტიური მელქაძის შორეული და გეგეჭკორის თავური დარტყმები ოდნავ უზუსტო გამოდგა. 70-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც მიაღწიეს საწადელს - ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით მელიავა (საუკეთესო ფეხბურთელი ორივე გუნდში) მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ბოლოსკენ გურულები გააქტიურდნენ. მათ მინიმუმ ერთი გოლი სჭირდებოდათ. არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე "გურია" ვა-ბანკზეც წავიდა. მეკარე ბობღიაშვილმა საკუთარი ნახევარი გაიარა და მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, თუმცა იობაშვილის თავური კარს ასცდა. 

საფინალო სასტვენამდე კი კოშკაძემ დაარტყა ტექნიკურად, თუმცა ამჯერად ხარშილაძემ ითამაშა ჩინებულად და თავისიანები პრობლემებს აარიდა. საბოლოოდ - 1:1.

ვერ ვიტყვით, რომ "მერანს" ამ შეხვედრაში ფრე არ დაუმსახურებია. კახა ჩხეტიანის გუნდმა წარუმატებელი სერია (ზედიზედ 4 მარცხი) შეწყვიტა და თასის მეოთხედფინალშიც გავიდა. გათავისუფლდა თუ არა "მერანი" ფსიქოლოგიური წნეხისგან, ამას დრო გვიჩვენებს.


მერანი  - გურია  1-1 (2-1)

გოლები: 0:1 ჩიკვილაძე (55.შალამბერიძის პასით), 1:1 მელიავა (70.გეგეჭკორის პასით)

30.10. სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 200 მაყურებელი

"მერანი": ხარშილაძე, მელიავა, ღონღაძე, ფარულავა, ხუბუა, კერძევაძე, ქათამაძე, ციკოლოა ( გეგეჭკორი 60), ფონიავა, ბაბუნაშვილი (მელქაძე 37), კვანტალიანი (ქაქუზაშვილი 79)

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი


"გურია": ბობღიაშვილი, შალამბერიძე, იობაშვილი, შუმეიკო, ჩიკვილაძე, კილაძე (დარჩიძე 70), ძამსაშვილი (ჯოჯუა 46), შენგელია (ჩაგელიშვილი), კოშკაძე, ჯიშკარიანი, ისიანი.

მთავარი მწვრთნელი: რომან პოკორა


გაფრთხილება: ძამსაშვილი (33), შალამბერიძე (48), ღონღაძე (53), ჯოჯუა (86)

მთავარი მსაჯი: თემურ ხუჭუა


სხვა მატჩები:



სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:2, 5:6 პენ.

პირველი მატჩი 2:2

გოლები: 1:0 თუხარელი (4), 1:1 კვეკვესკირი (ს.კ. 20), 2:1 შონია (66), 2:2 ახვლედიანი (79)



ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 0:1

პირველი მატჩი 0:1

გოლი: 0:1 ბიბილეიშვილი (49)



ჩიხურა (საჩხერე) – ლოკომოტივი (თბილისი) 4:0

პირველი მატჩი – 3:0

Gგოლები: 1:0, 2:0 წინამძღვრიშვილი (27, 37), 3:0 რეხვიაშვილი (64), 4:0 ჯიღაური (89)



დინამო (თბილისი) – კოლხეთი (ხობი) 6:0

პირველი მატჩი - 9:0

გოლები: 1:0 გველესიანი (15), 2:0 მიქაბერიძე (32), 3:0, 4:0, 5:0 ვუო (42, 52, 82), 6:0 გოგა (90)



კოლხეთი (ფოთი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:3

პირველი მატჩი - 0:2

გოლები: 1:0 გოგონაია (პენ, 9), 1:1 კირკიტაძე (31), 1:2 სიხარულიძე (36), 1:3 ბერიაშვილი (73)



დინამო (ბათუმი) – დილა (გორი) 2:1

პირველი მატჩი - 0:1

გოლი: 0:1 აფხაზავა (9), 1:1 ბერიძე (70), 2:1 მუჯირი (93)

გაძევება: აფხაზავა (“დილა”) 



ვიტ ჯორჯია (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი) 2:1

პირველი მატჩი - 0:1

გოლები: 1:0 ღიბრაძე (45), 2:0 ლობჯანიძე (93), 2:1 ბაჯელიძე (94) 







უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0