1 2 3 4 5
მარტვილის „მერანს“ ახალი მწრთვნელი ჰყავს

„მერანში“ საკადრო ცვლილებებია. მარტვილური კლუბის მთავარ მწრთვნელად ქუთაისური „ტორპედოს“ თავკაცის, გია გეგუჩაძის ასისტენტი კახა ჩხეტიანი დაინიშნა. 35 წლის სპეციალისტმა მარტვილის „მერანის“ მთავარი მწრთვნელის პოსტზე მალხაზ ჟვანია ჩაანაცვლა, რომელიც გუნდს მერანი-ტორპედოს მატჩის დასრულების შემდეგ გამოემშვიდობა.

“სამწვრთნელო კარიერა “მერანში” დავიწყე, აქ უამრავი ადამიანი გავიცანი, რომელთანაც ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. 6 წელია რაც მარტვილში ვარ, ამ ხნის მანძილზე გუნდმა თვალშისაცემი პროგრესი განიცადა. ზედიზედ 3 წელია უმაღლესში ვთამაშობთ. მივხვდი, რომ პროფესიული ზრდა მჭირდება და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის “მერანის” გულშემატკივრად დავრჩები. მადლობა ყველას, ვისთანაც დაუვიწყარი წლები გავატარე”- განაცხადა მალხაზჟვანია გუნდიდან წასვლის შემდეგ.

37 წლის სპეციალისტთან ერთად გუნდი მისმა ასისტენტმა გივი დიდავამ და მეკარეების მწვრთნელმა დავით აბაშიძემაც დატოვეს. ისინი მუშაობას “დინამო 2”-ში გააგრძელებენ, სადაც მთავარ მწვრთნელად მალხაზ ჟვანია დაინიშნა.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი “მერანის” მფლობელმაც გააკეთა.

“მერანის” წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის მალხაზ ჟვანიას. ჩვენ თითქმის ერთდროულად მოვკიდეთ ხელი ამ საქმეს. ერთადვე შევძელით გუნდის აღორძინება და უმაღლეს ლიგაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ამისთვის მინდა მას და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო. ალბათ, ყველაფერს აქვს დასასრული.” - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

რაც შეეხება გუნდის ახალ მწრთვნელს, მისი საფეხბურთო კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს ჩხეტიანი წყალტუბოს „სამგურალში,“ ქუთაისის „ტორპედოში“, უნგრულ „ლებრეცენში,“ უკრაინულ „სიმფეროპოლსა“ და ზესტაფონის „ზესტაფონში“ თამაშობდა, კარიერა კი აზერბაიჯანულ „სიმურგში“ დაასრულა.

2010 წლიდან ის ქუთაისის „ტორპედოში“ დამხმარე მწრთვნელად მუშაობდა.

გეგმავს თუ არა ძირეულ ცვლილებებს გუნდში მოსვლის შემდეგ „მერანის“ ახალი მწრთვნელი, ამის შესახებ კახაბერ ჩხეტიანი sazogadoeba.ge-ს ესაუბრა.

„საკადრო ცვლილებებზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, რადგანაც გუნდს ჯერ არ შევხვედრივარ. ჯერ ჩავალ, დაველაპარაკები, სიტუაციას უკეთ გავეცნობი, ამხანაგური თამაშებიც გვექნება და გადავხედავთ... შევეცდებით გუნდის დაბალანსებას. მალხაზ ჟვანიას გუნდში საკმაოდ შრომატევადი სამუშაო აქვს შესრულებული და ამ მხრივ, იმედიანად მივდივარ. დანარჩენი, სიტუაციას ადგილზე რომ გავეცნობი, ამისდამიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ფეხბურთელების დამატებას რაც შეეხება, შუა სეზონია და ეს რთული იქნება, მაგრამ პირველი წრის შემდეგ უკვე გამოიკვეთება გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები. ამისდამიხედვით ვიმოქმედებთ. „-განაცხადა კახაბერ ჩხეტიანმა.

ცნობილი ხდება „მერანის“ კიდევ ერთი შენაძენის შესახებაც. გუნდის ფიზმომზადებაში ჩხეტიანს დახმარებასშალვა ღონღაძე გაუწევს, რომელიც მანამდე ფიზმომზადების მწრთვნელად ქუთაისის ტორპედოში მუშაობდა.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0