1 2 3 4 5
„მერანმა“ „სპაერთან“ რევანში აიღო და მეორე პოზიცია დაიბრუნა!

 

 

      საქართველოს თასზე თბილისის „საბურთალოსთან“ დასანანი მარცხის შემდეგ, მარტვილის „მერანი“ ეროვნულ ლიგა 2-ს დაუბრუნდა და პრინციპული მატჩი გამართა თბილისში „სპაერის“ წინაღმდეგ, რომელთანაც მეგრულ გუნდს ამ დაპირისპირებამდე გამარჯვება არ ჰქონდა.

 

  გარდა „პირადი ანგარიშისა“, აღნიშნულ შეხვედრას სხვა დატვირთვაც ჰქონდა, სატურნირო ცხრილში „სპაერი“ მეორე პოზიციაზე იყო „მერანი“ კი მესამეზე და გამარჯვების შემთხვევაში ჭყონდიდელები დაიბრუნებდნენ მეორე ადგილს.

 

  სპაერის სტადიონზე მე-12 წუთზე გახსნეს მასპინძლებმა ანგარიში. „ექს-მერანელმა“ სიენდა მატენჯვამ თავად წამოიწყო შეტევა, ლევან პაპავასთან გაითამაშა „კედელი“ და ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა - 1:0.

 

  „მერანმა“ ბოლო ტურებში რამდენიმე მატჩი „შემოატრიალა“ და თბილისში საწყის წუთებში გაშვებულ გოლს დიდად არ შეუშლია ხელი ვარლამ კილასონიას გუნდისთვის, სამი ქულისთვის ებრძოლა.

 

  22-ე წუთზე „მერანის“ 22-ე ნომერმა დავით ლომთაძემ სტანდარტულიდან გაათანაბრა. საჯარიმოს მისადგომებთან პაპუნა ფონიავამ დაუგორა ბურთი ლომთაძეს, მისი ძლიერი დარტყმის განეიტრალება ნიკოლოზ აბაშიძემ ვერ შესძლო - 1:1.

 

  32-ე წუთიდან კი შეიკნე სილა „ამოქმედდა“. რომელიც „სპაერთან“ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მალელმა 32-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით წინ გაიყვანა თავისი გუნდი. აღნიშნულ ეპიზოდში კარგად ითამაშა ირაკლი ჯანჯღავამ, რომელმაც  მეტოქეს შეტევა ჩაუშალა, მარტივად აართვა ბურთი, შემდეგ კი სილას გაუკეთა საგოლე გადაცემა - 1:2.

 

  38-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიტანა სილამ. ამჯერად თერთმეტმეტრიანი მოიპოვა „მერანის“ გოლეადორმა და პენალტი თავადვე შეასრულა ზუსტად - 1:3.

 

  70-ე წუთზე ირაკლი ჯანჯღავა კიდევ ერთხელ დააკარგვინა მეტოქეს ბურთი და კარგი შეტევა წამოიწყო. პაპუნა ფონიავას პასის შემდეგ კი სილა გავიდა კარგ პოზიციაზე, მასპინძელთა მეკარე გამოსვლაზე შეცდა და სილამ ისევ ფონიავას დაუბრუნა ბურთი, რომელმაც შეტევა გოლით დააგვირგვინა - 1:4.

 

  ფონიავას გოლმა ფაქტიურად მატჩის ბედი გადაწყვიტა, დარჩენილ დროში „სპაერის“ ფეხბურთელებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს და მატჩი „მერანის“ გამარჯვებით 2:4 დასრულდა.

 

  მნიშნელოვანი სამი ქულის აღების შემდეგ „მერანმა“ მეორე პოზიცია დაიბრუნა. ეროვნულ ლიგა 2-ში სანაკრებო პაუზა გამოცხადდა. მეგრული გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 30 სექტემბერს მარტვილში გამართავს, სადაც მეტოქე „სამტრედია“ იქნება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 27 57
სპაერი (თბილისი) 27 48
სამტრედია 27 45
მერანი (მარტვილი) 27 39
გარეჯი (საგარეჯო) 27 36
მერანი (თბილისი) 27 34
რუსთავი (რუსთავი) 27 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 27 21