მარტვილის „მერანმა“ ეროვნულ ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მეგრულ გუნდს პლეი-ოფის საგზურის გაფორმებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს..
დღეს, ცოტნე მონიავას გაწრთვნილმა კონტიგენტმა, „მურთაზ ხურცილავაზე“ თბილისის „შევარდენი 1906“ მიიღო და ანგარიშით - 3:1 დაამარცხა მეტოქე.
მასპინძლები მე-18 წუთზე, ჭყონდიდელთა მთავარმა მეგოლემ, შეიკნე სილამ დააწინაურა. დათა წულაიას პასის შემდეგ, მალელმა ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა ნადირაძეს -1:0.
37-ე წუთზე, „მერანელთა“ კაპიტანის, კიჭი მელიავას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულება მელიავამ სილას დაუთმო და „მერანის“ ლეგიონერმა „პანეკას“ სტილის დარტყმით კიდევ უფრო გაიმყარა პირველი პოზიცია ბომბარდირთა დავაში - 2:0. (სილას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 18 გატანილი გოლია).
77-ე წუთზე, ბაქარ ლაღაძემ წინა მატჩის მსგავსად, დღევანდელ შეხვედრაშიც ინდივიდუალურად ითამაშა კარგად და მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა „იუნკერთა“ კიპერს - 3:0.
სტუმრებმა პრესტიჟის გოლი შეხვედრის მიწურულს გაიტანეს. 82-ე წუთზე, „შევარდენი 1906“-ის მცველმა თემურ ბექაურმა, რომელიც შეტევაში იყო გადართული, გვარაძის კარგი გადაცემის შემდეგ, მცირედით შეუცვალა ბურთს მიმართულება - 3:1.
ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 4 ტური დარჩა. მომდევნო კალენდარულ მატჩს „მერანი“ ბოლნისში გამართავს. 6 ნოემბერს, ჩვენი გუნდი „თამაზ სტეფანიაზე“ გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება.
შუქურა (ქობულეთი) | 12 | 27 | |
![]() |
მერანი (მარტვილი) | 12 | 26 |
მერანი (თბილისი) | 12 | 20 | |
სპაერი (თბილისი) | 12 | 17 | |
სამტრედია | 12 | 16 | |
დინამო (ზუგდიდი) | 12 | 15 | |
შევარდენი (თბილისი) | 12 | 13 | |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 12 | 12 | |
რუსთავი (რუსთავი) | 12 | 11 | |
გარეჯი (საგარეჯო) | 12 | 9 |