1 2 3 4 5
გაგრა 1-1 მერანი I სადებიუტო გოლი და მნიშვნელოვანი ქულა

  Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის მე-8 ტურის შეხვედრა მერანმა თბილისში „მუხიანის სპორტულ კომპლექსზე“ გამართა, ჩვენი გუნდის მეტოქე გაგრა გახლდათ.

 

 გუნდებს 10-10 ფეხბურთელით მოუწიათ თამაშის ჩამთავრება.. მთავარმა არბიტრმა ორივე გუნდს გაუძევა ფეხბურთელი. 38-ე წუთზე ამირან როხვაძემ მიიღო წითელი ბარათი. 56-ე წუთზე კი მასპინძელთაგან გიორგი ივანიაძემ დატოვა დროზე ადრე მოედანი..

 

 ანგარიში გაგრამ 76-ე წუთზე გახსნა. მარცხენა ფლანგიდან გიორგი ქობულაძის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე „ექს-მერანელმა“ ივანე ხაბელაშვილმა თავისი ყოფილი გუნდის მცველებს დაასწრო და თავით გადაგზავნა ბურთი კარში - 1:0.

 

 მერანელები არც მაშინ „გატყდნენ“, როცა პირველ ნახევარში 10 კაცით დარჩნენ მოედანზე და არც გაშვებული გოლის შემდეგ მოდუნდა ჭყონდიდური გუნდი. მათ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და ზუსტად 5 წუთში წონასწორობა აღადგინეს.

 

 ქულის მომტანი გოლი გაგრას კარში მერანის ახალწვეულმა, გიორგი ქურდაძემ გაიტანა. ქურდაძე 73-ე წუთზე შევიდა მოედანზე და 8 წუთში გაამართლა მწვრთნელის ნდობა.

 

 საბოლოოდ, დრამატული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სატურნირო ცხრილში კვლავ სიმჭიდროვეა. ქობულეთის შუქურა ისევ პირველ პოზიციაზე, მეორეზე სამგურალმა გადაინაცვლა, მერანს, გაგრას, სიონს და ვიტ ჯორჯიას კი თანაბარი 12-12 ქულა აქვთ.

 

  ეროვნული ლიგა 2-ის მომდევნო ტურის მატჩს მერანი 14 სექტემბერს გამართავს მარტვილში, წყალტუბოს სამგურალის წინააღმდეგ, მანამდე კი ჩვენი გუნდი საქართველოს თასზე არაგვს მიიღებს. მერანი V არაგვის შეხვედრა „მურთაზ ხურცილავაზე” 24 აგვისტოს 16:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 10 21
გაგრა (გაგრა) 10 16
სამგურალი (წყალტუბო) 10 16
სიონი (ბოლნისი) 10 16
მერანი (მარტვილი) 10 15
რუსთავი (რუსთავი) 10 13
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 10 12
დინამო (ზუგდიდი) 10 9
შევარდენი (თბილისი) 10 9
არაგვი (დუშეთი) 10 7