1 2 3 4 5
მერანი შემტევი ნახევარმცველით გაძლიერდა

  მარტვილის მერანში ითამაშებს 27 წლის შემტევი ნახევარმცველი, თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც გასულ სეზონში ლანჩხუთის გურიას ღირსებას იცავდა.

 

შარაშენიძემ 2019 წლის ჩემპიონატში, ეროვნულ ლიგა 2-ში გურიას შემადგენლობაში 18 თამაშში 12 გოლი გაიტანა. (4 დუბლი). რაც შეეხება კარიერას, მისი პირველი გუნდი გურია გახლდათ, იყო უნგრეთში, დიორ ეტოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ასპარეზობდა ცხინვალის სპარტაკში, საჩხერის ჩიხურაში, ფოთის კოლხეთი 1913-ში, ჩოხატაურის ბახმაროში, ბოლოს კი გურიაში. თეიმურაზ შარაშენიძე თავის დროზე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წევრიც გახლდათ (U16, U17, U19, U21).



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
სამგურალი (წყალტუბო) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
შუქურა (ქობულეთი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
არაგვი (დუშეთი) 0 0