1 2 3 4 5
„მერანი” (მარტვილი) VS “ნორჩი დინამო” (თბილისი) - მატჩამდე!

   27 ნოემბერს, მარტვილის „მერანი“ სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩს გამართავს საკუთარ არენაზე. ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების დასრულებამდე 3 ტური დარჩა და XXXIV ტურში, „ნორჩ დინამოსთან“ გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლებელია „მერანმა“ სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიცია დაიბრუნოს, რომელიც მშვიდად ყოფნის გარანტიას იძლევა. დიდი მნიშვნელობა აქვს პარალელურად კონკურენტების მიერ გასამართი მატჩების შედეგებს, თუმცა „მერანს“ ეს თამაში ყველა შემთხვევაში მოსაგები აქვს და პრინციპული მატჩისთვის დიდი მოტივაციით ემზადებიან ჭყონდიდელები.

 

 „მერანს“ და „ნორჩ დინამოს“ განსხვავებული მიზნები აქვთ მიმდინარე გათამაშებაში. ჩვენი გუნდის ამოცანა ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებაა, რაც შეეხება მეტოქეს, ეროვნული ლიგა 2-ის დებიუტანტს ეროვნულ ლიგაში აღზევების შანსი აქვს და ამ შანსისთვის იბრძვის.

 

 წინა ტური ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. უშუალო კონკურენტთან დამარცხდა „მერანი“ XXXIII ტურში. მეგრულმა კლუბმა ქუთაისში, „სამგურალთან“ 1:2 წააგო. საშინაო მატჩში დამარცხდა თბილისის „ნორჩი დინამო“ ანალოგიური ანგარიშით, აწ უკვე ეროვნული ლიგის წარმომადგენელთან. (ბათუმის „დინამომ“ სამი ტურით ადრე გაიფორმა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ლიგის საგზური).

 

ურთიერთშეხვედრები
„მერანი“ VS „ნორჩი დინამოს“ ურთიერთშეხვედრების ისტორია 7 ოფიციალურ მატჩს ითვლის და უპირატესობა თბილისელებს აქვთ, რადგან მათ 4 მატჩი მოიგეს, ერთი დაპირისპირება ფრედ დასრულდა, 2 შეხვედრაში კი მარტვილელებმა იმარჯვეს.

 

დანაკლისი
დისკვალიფიკაციის გამო არცერთი გუნდის ფეხბურთელი არ გამოტოვებს აღნიშნულ მატჩს. „მერანს“ „ნორჩ დინამოსთან“ დაპირისპირებაში გუნდის მთავარი მეგოლე - ნიკოლოზ ხინთიბიძე დაუბრუნდება, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა წინა ტურის მატჩი „სამგურალთან“.

 

P.S. „მერანი“ VS „ნორჩი დინამოს“ შეხვედრა მარტვილში, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე 27 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0