1 2 3 4 5
„მერანი“ VS “ვიტ ჯორჯია“ - მატჩამდე!

  მარტვილის „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის, 30-ე ტურის მატჩს საკუთარ არენაზე გამართავს. ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ ლიდერ - თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს.

 

 ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 7 ტური დარჩა და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ჭყონდიდელებისთვის ხვალინდელ მატჩში დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება.

 

 „მურთაზ ხურცილავაზე“ გასამართ მატჩს ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება. „მერანმა“ წინა ტურში თელავში აიღო ოქროს ფასის ქულა და სატურნირო ცხრილში სიტუაცია შედარებით გამოიკეთა, ვეტერინარებმა კი გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ბათუმის „დინამო“ დაამარცხეს „მცხეთა პარკზე“ და მეორე პოზიცია დაიბრუნეს.

 

ურთიერთშეხვედრები
ურთიერთშეხვედრების მხრივ, მცრე უპირატესობა “ვიტელებს“ აქვთ. გუნდებმა არსებობის ისტორიაში 23 მატჩი გამართეს ერთმანეთის წინააღმდეგ. ამ დაპირისპირებებიდან, 7 თამაში „მერანმა“ მოიგო, 9 „ვიტ-ჯორჯიამ“, 7 მატჩი კი ფრედ მორჩა.

 

დანაკლისი
ხვალინდელ თამაშს ორივე გუნდი დანაკლისის გარეშე შეხვდება, რადგან დისკვალიფიკაციის გამო არცერთი გუნდის ფეხბურთელს არ ემუქრება 30-ე ტურის მატჩის გამოტოვება.

 

P.S. „მერანი“ - „ვიტ ჯორჯიას“ მატჩი მარტვილში, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე 30 ოქტომბერს, 15:00 საათზე აიღებს სტარტს.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 32 67
ვიტ ჯორჯია 32 56
გაგრა 32 21
ნ. დინამო 32 50
თელავი 32 44
შევარდენი 1906 32 43
მერანი 32 33
სამგურალი 32 32
შუქურა 32 32
ცხინვალი 32 29