1 2 3 4 5
„გაგრა“ VS „მერანი“ - მატჩამდე!

  19 ოქტომბერს, ეროვნული ლიგა 2-ის, 28-ე ტურის მატჩს მარტვილის „მერანი“ სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი, თბილისში, „დავით პეტრიაშვილის“ სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ დაუპირისპირდება.

 

  ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშება დასასრულისკენ მიდის და „მერანისთვის“ თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, ვინაიდან მეგრული გუნდი სატურნირო ცხრილში პლეი-ოფის ზონაშია და აუცილებლად სჭირდება გამარჯვებები იმისთვის, რომ სახიფათო ზონას აარიდოს თავი.

 

 „გაგრამდე“, „მერანი“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა ქუთაისში. „რამაზ „შენგელიას“ სახელობის სტადიონზე 2:0 მოიგეს მასპინძლებმა. წინა ტურში თავისი მატჩი მოიგო „მერანის“ ხვალინდელმა მეტოქე - „გაგრამ“. „გაგრელებმა“თბილისის „შევარდენი“ დაამარცხეს ანალოგიური ანგარიშით.

 

ურთიერთშეხვედრები
არსებობის ისტორიაში „გაგრას“ და „მერანს“ შორის 13 ოფიციალური მატჩია გამართული და მეტოქესთან დიდი უპირატეობა აქვს „მერანს“, რადგან 13 თამაშიდან 7 მოუგეს მოწინააღმდეგეს ჭყონდიდელებმა, 2 დაპირისპირება ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი „გაგრამ“ მოიგო.

 

დანაკლისი 
ხვალინდელი მატჩის გამოტოვება არცერთი გუნდის ფეხბურთელს არ ემუქრება დისკვალიფიკაციის გამო.

 

„გაგრა“ – „მერანის“ თამაში ხვალ, 19 ოქტომბერს, „დავით პეტრიაშვილის“ სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე აიღებს სტარტს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 18 44
არაგვი 18 35
ბახმარო 18 32
სამგურალი 18 26
საბურთალო 2 18 25
ბორჯომი 18 23
კოლხეთი 18 21
გორი 18 18
მეშახტე 18 15
ბეთლემი 18 15