1 2 3 4 5
„მერანი“ ლიდერს ქუთაისში დაუპირისპირდება! „დინამო“ ბთ VS „მერანი“ - პრევიუ

      ერთი ტურიც და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში დასკვნითი, მე-4 წრე დაიწყება. სატურნირო ცხრილში კი საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, როგორც ლიდერთა სამეულში, ასევე აუტსაიდერთა შორის. ერთადერთი რაც გამოკვეთილია, ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია, ჩვენი ხვალინდელი მეტოქის, ბათუმის „დინამოს“ სახით, რომელიც 10 ქულით უსწრებს თავის უახლოეს მდევრებს „ვიტ ჯორჯიას“ და „თელავს“.

 

 

 რაც შეეხება ჩვენს გუნდს, „მერანს“ 28 ქულა აქვს და ახლოს არის სახიფათო ზონასთან. ამდენად, ჭყონდიდელებისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და 5 ოქტომბერს „მერანელები“ უშეღავათო ბრძოლას გაუმართავენ მეტოქეს.

  წინა ტურში „მერანმა“ დასანანი ქულები დაკარგა უშუალო კონკურენტთან. არადა, მეგრული კლუბი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე 1:0 ამარცხებდა ქობულეთის „ცხინვალს“ „მურთაზ ხურცილავაზე“, თუმცა 93-ე წუთზე შესძლეს სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრებმა და შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა.

 

 ანალოგიური ანგარიშით დაასრულა თავისი მატჩი ბათუმის „დინამომ“, რომელმაც „გაგრას“ ქუთაისში „უმასპინძლა“ და 68-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ მატჩის 76-ე წუთზე გაგრელებმა წონასწორობა აღადგინეს.

 

ურთიერთშეხვედრები
“დინამო” და „მერანი“ არსებობის ისტორიაში 18-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და უპირატესობა მასპინძლების მხარესაა. 11 მატჩი მოიგი „დინამომ“, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 5 თამაში კი „მერანის“ გამარჯვებით დამთავრდა.

 

დანაკლისი
„მერანის“ არცერთ ფეხბურთელს არ ემუქრება ხვალინდელი თამაშის გამოტოვება დისკვალიფიკაციის გამო. მასპინძლების მხრიდან კი ლევან შარიქაძე ვერ დაეხმარება თავის გუნდს.

 

P.S. „დინამო“ ბთ - „მერანის“ მატჩი ქუთაისში, „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე აიღებს სტარტს და შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ. მატჩის ნახვას ასევე შეძლებთ ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 35 73
ვიტ ჯორჯია 35 62
გაგრა 35 55
ნ. დინამო 35 51
თელავი 35 48
შევარდენი 1906 35 43
სამგურალი 35 41
შუქურა 35 38
მერანი 35 36
ცხინვალი 35 33