1 2 3 4 5
„მერანი“ „შევარდენთან“ ბოლო წუთზე დამარცხდა

   დასანანი მარცხი იწვნია მარტვილის „მერანმა“ გასვლით მატჩში, თბილისის „შევარდენთან“. არადა სტუმრებს შეხვედრის დებიუტშივე შეეძლოთ დაწინაურება, მე-2 წუთზე გიორგი ტყეშელაშვილის კარგი პასით, იაროსლავ გალენკო გადიოდა მეკარესთან პირისპირ, რომელსაც ლექსო კვახაძე უშლიდა ხელს, თუმცა მაინც დაარტყა უკრაინელმა, ნადირაძემ მოიგერია ბურთი.

 

 პირველი ნახევრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს კვახაძე გზავნიდა თავით „მერანის“ კარში, ძელიდან ასხლეტილი ბურთი კი ახლო მანძილიდან „შევარდენის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ფელიპე პაიმიმ გაიტანა.

 

 რადიკალურად განსხვავებული მეორე ნახევარი იხილა „დავით პეტრიაშვილზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა, რადგან „მერანმა“ მეორე ნახევარში ბურთზე კონტროლი დააწესა და სტუმართა იერიშები საკმაოდ სახიფათო იყო. კარგად ჩაერთვნენ თამაშში შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელებიც. ნიკოლოზ ხინთიბიძემ გამთანაბრებელი გოლის დროს, თითქმის დაკარგულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და საგოლე კომბინაციაც წამოიწყო. საბოლოოდ, ამ იერიშის გოლით დაგვირგვინებას თავად ხინთიბიძე შეეცადა ქუსლით, მაგრამ ნადირაძემ უკუაგდო ბურთი, დამატებაზე ამეტ დუგუ ზუსტი იყო 1:1.

 

 კიდევ ერთ შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელს, თორნიკე მოსიაშვილს შეეძლო წინ გაეყვანა „მერანი“, თუმცა 76-ე წუთზე მის მიერ შორიდან უძლიერესად გასროლილი ბურთი „შევარდენის“ კარის ხარიხას მოხვდა.

 

 მატჩის დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, როცა სტანდარტი გაითამაშეს მასპინძლებმა. „მერანის“ საჯარიმოში კი დასწრებაზე ყველას „ექს-მერანელმა“ ზვიად ქანთარიამ აჯობა და ერთი შეხებით სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 24 48
ვიტ ჯორჯია 24 39
გაგრა 24 39
თელავი 24 38
ნ. დინამო 24 37
შევარდენი 1906 24 31
მერანი 24 27
ცხინვალი 24 25
შუქურა 24 23
სამგურალი 24 22