1 2 3 4 5
„მერანი“ VS “შუქურა“ - წარმატებული სერიის გასაგრძელებლად!

    ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 23 აგვისტოს განახლდება.
23 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბი მარტვილის „მერანი“ საშინაო მატჩს გამართავს „მურთაზ ხურცილავაზე“, მეტოქე ქობულეთის „შუქურა“ იქნება.

 

მერანი
კარგი სერიის გაგრძელებას შეეცდება ანატოლი პისკოვეცის კონტიგენტი მესამე წრეში. „მერანმა“ ბოლო სამ მატჩში აღებული 7 ქულით, სატურნირო ცხრილში სახიფათო ზონასაც დააღწია თავი და თამაშის ხარისხიც საგრძნობლად გააუმჯობესა..
21-ე ტურის შეხვედრა „მცხეთა პარკზე“ გამართა ჩვენმა გუნდმა და მიუხედავად იმისა, რომ 0:2 წააგო პირველი ნახევარი, 82-ე და 84-ე წუთებზე გატანილი გოლებით გაათანაბრა ანგარიში და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. სტუმრებს გამარჯვებაც შეეძლოთ იმ თამაშში. მიმდინარე სეზონში, „მერანელების“ ერთ-ერთი მთავარი „იარაღი“ ფიზიკური მომზადებაა და ეს დარჩენილ ტურებში აუცილებლად წაადგება მეგრულ კლუბს.

 

შუქურა
წინა ტურის მატჩს თუ არ ჩავთლით ბათუმის „დინამოსთან“, სადაც 0:2 დამარცხდა „შუქურა“. ქობულეთის გუნდმა ერთი ამოსუნთქვით 12 ქულა დააგროვა, რადგან ჩელებაძის გუნდმა ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება, თუმცა „შუქურა“ ამჯერადაც 22 ქულით ბოლოს წინა ადგილზეა.

 

 

ურთიერთშეხვედრები
„მერანი“ – „შუქურას“ ურთიერთშეხვედრების ისტორია 8 ოფიციალურ მატჩს ითვლის. სტატისტიკის მიხედვით, უპირატესობა „მერანელების“ მხარესაა. 8 დაპირისპირებიდან 3 მოიგო „მერანმა“, 3 ფრედ მორჩა, 2 შეხვედრაში კი ქობულეთელებმა იმარჯვეს. „მერანი“ – „შუქურას“ პირველი და ბოლო მატჩები ორივე ფრედ მორჩა. 2014 წლის 14 თებერვალს გამართული პირველი დაპირისპირება თუ ნულოვანი ფრით დასრულდა, ამ გუნდებს შორის ბოლოს გამართული შეხვედრა გამოდგა უხვგოლიანი. ამა წლის 5 მაისს, ნიკოლოზ ხინთიბიძის დუბლით 2:0 ამარცხებდა „მერანი“ მეტოქეს, თუმცა საბოლოოდ ეს მატჩიც ფრედ 2:2 დასრულდა.

 

დანაკლისი

„მერანი“ – „შუქურას“ მატჩს სტუმართაგან ერეკლე ლებანიძე გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო. "მერანს" დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავს.

P.S. ეროვნული ლიგა 2-ის, 22-ე ტურს მატჩი, „მერანი“ – „შუქურა“, მარტვილში, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე, 23 აგვისტოს, 17:00 საათზე აიღებს სტარტს.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 32 67
ვიტ ჯორჯია 32 56
გაგრა 32 21
ნ. დინამო 32 50
თელავი 32 44
შევარდენი 1906 32 43
მერანი 32 33
სამგურალი 32 32
შუქურა 32 32
ცხინვალი 32 29