1 2 3 4 5
მორიგი ფრე, ამჯერად "შევარდენთან": "მერანი"- "შევარდენი" 0:0

  ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა მარტვილის „მერანმა“. უკვე მერამდენე მატჩია ჭყონდიდელებს არ სწყალობთ საფეხბურთო ფორტუნა, რადგან დღევანდელ საშინაო შეხვედრაშიც იმდენი სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქე გუნდის კართან რომ, სამი ქულის მოპოვება რეალური ჩანდა, თუმცა..

 

 „მერანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა უკრაინელ სპეციალისტს, ანატოლი პისკოვეცს, რომელიც რამდენიმე დღეა მეგრულ გუნდს ავარჯიშებს. ვთქვათ კიდევ ერთ დებიუტზეც, „მერანის“ რიგებში დღეს პირველი მატჩი ჩაატარა, ჩვენი გუნდის აღზრდილმა ფეხბურთელმა დავით ლომთაძემ. „მერანის“ 19-წლამდე გუნდის წევრმა პირველი ნახევარი დაჰყო მოედანზე.

 

 რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „მერანმა“ ისეთი ტემპით დაიწყო თამაში და პირველივე წუთიდანვე იმდენად მწვავედ შეუტია, რომ გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ცოდავდნენ მარტვილელები, ერთ-ერთ ეპიზოდში კი დათა სიჭინავას მიერ გასროლილი ბურთი ძელს მოხვდა.

 

 რეალური მომენტები ჰქონდა ნიკოლოზ ხინთიბიძესაც, რომელიც წინა მატჩის მსგავსად საკმაოდ აქტიური იყო დღესაც. მეორე ნახევარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნასაც ითხოვდნენ მასპინძლები და „შევარდენის“ ფეხბურთელის მიერ ხელით თამაშზე აპელირებდნენ, მაგრამ მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით აღნიშნულ ეპიზოდში თამაშის წესები არ დარღვეულა..

 

 მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე მეორე ნომრად არჩია თამაში გელა სანაიას გუნდმა, სტუმრებსაც ჰქონდათ გოლის გატანის რეალური შანსი, თუმცა ერთ ეპიზოდში კახაბერ მეშველიანმა ითამაშა საიმედოდ და კუთხურზე მოიგერია ბურთი, მეორე შემთხვევაში კი კიჭი მელიავამ გამოიტანა თავით ბურთი კარის ხაზიდან, რომელმაც მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შესძლო.

 

 „მერანელები“ 75-ე წუთიდან მთელი გუნდით უტევდნენ მეტოქეს და ჯერ ვაჟა ლომაშვილს შეეძლო ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლის გატანა, შემდეგ კი ბენჟამინ ტეიდს, თუმცა სტუმართა მცველებმა ითამაშეს თავგანწირვით.

 

 ამრიგად, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ეროვნული ლიგა 2-ის, მე-15 ტურის მატჩს ჩვენი გუნდი ლანჩხუთში გამართავს 17 ივნისს „სამგურალის“ წინააღმდეგ. მანამდე კი საქართველოს თასის გათამაშებაში თბილისის „მარკ სტარსს“ დუშეთში დაუპირისპირდება. ეს მატჩი 12 ივნისს გაიმართება.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 27 55
ვიტ ჯორჯია 27 43
გაგრა 27 43
ნ. დინამო 27 42
თელავი 27 42
შევარდენი 1906 27 35
ცხინვალი 27 29
მერანი 27 28
შუქურა 27 27
სამგურალი 27 25