1 2 3 4 5
„მერანის“ ახალგაზრდულმა გუნდმა „ოქროს ლიგა“ ოფიციალურად გაიფორმა!

  „მერანის“ 19-წლამდე გუნდმა, რომელსაც ცოტნე მონიავა წრთვნის, „ოქროს ლიგაში“ თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვა, რადგან ჩვენმა გუნდმა, დასავლეთ ზონის ა ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი დღეს გაიმართა. მარტვილელებმა საკუთარ არენაზე წყალტუბოელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

  „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე დღეს გამართულ მატჩს ფორმალური ხასიათი ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდა „მერანელები“ ბოლომდე პროფესიონალურად მიუდგნენ საქმეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლი სტუმართა კარში მე-60 წუთზე დავით ლუკავამ გაიტანა, საგოლე გადაცემა კი მათე ქომეთიანის აქტივშია.

 

  ამრიგად, ცოტნე მონიავას დამოძღვრილები მცირე პაუზის შემდეგ უძლიერესთა შორის ბრძოლაში ჩაერთვებიან.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 21 41
ნ. დინამო 21 34
ვიტ ჯორჯია 21 33
გაგრა 21 33
თელავი 21 29
შევარდენი 1906 21 27
მერანი 21 25
ცხინვალი 21 25
შუქურა 21 22
სამგურალი 21 18