1 2 3 4 5
პირველ ტურში "მერანი" - "გაგრას" დაუზავდა

    საინტერესო, დაძაბული მატჩით დასრულდა ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტური. მარტვილის „მერანმა“, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე „გაგრა“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა მეტოქე გუნდის კართან, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ 0:0 დასრულდა.

 

 შეიძლება ითქვას ისტორია განმეორდა, ერთი წლის წინ, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების პირველ ტურში, სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და ის მატჩიც ანალოგიური შედეგით დამთავრდა.

პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნასთან ახლოს ვაჟა მათიაშვილი იყო, გიორგი გეგიას მიერ ფლანგიდან კარგად ჩაწოდებულ ბურთს გზავნიდა შევჩუკის კარში „მერანის“ ფორვარდი, თუმცა მეკარე დაუფლა ბურთს.

 

 27-ე წუთზე ადგილობრივი ქომაგი მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა და არც თუ უსაფუძვლოდ, „გაგრელმა“ ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. 31 წუთზე სტუმრებმა განახორციელეს სახიფათო შეტევა, რასაც საბოლოოდ კარში დარტყმაც მოჰყვა, თუმცა კულუა ადგილზე დაუხვდა ბურთს.

 

 თუ პირველ ნახევარში მასპინძლებს საფეხბურთო ფორტუნამ არ გაუღიმა, მეორე ტაიმში, აშკარად მართებდათ მარტვილელებს დაწინაურება. 55-ე წუთზე „გაგრელი“ მცველები შეცდნენ და მეკარესთან პირისპირ ნიკა ხინთიბიძე გადიოდა, თუმცა სტუმართა კიპერმა დროულად დატოვა კარი და უკუაგდო ბურთი, დამეტებაზე კურდღელაშვილმა ვერ გამოიყენა შანსი.

 

 შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი შეცვლაზე შემოსულ დავით ლუკავას შეეძლო სამი ქულის მომტანი გოლი გაეტანა, „მერანელი“ მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტადაც დაარტყა, თუმცა ამ ეპიზოდშიც დამაჯერებელი იყო შევჩუკი.

 

 საბოლოოდ მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. „მერანი“ მომდევნო ტურის შეხვედრასაც საკუთარ კედლებში გამართავს. ჩვენი გუნდი 9 მარტს „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე „თელავს“ უმასპინძლებს.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
ვიტ ჯორჯია 16 30
ნ. დინამო 15 25
დინამო ბთ 15 25
გაგრა 15 23
თელავი 15 22
შევარდენი 1906 16 21
ცხინვალი 16 20
მერანი 15 17
სამგურალი 15 15
შუქურა 15 10