1 2 3 4 5
საჩემპიონო ტური! „რუსთავი“ VS „მერანი“ მატჩის წინ

    ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე 4 ტური რჩება, მაგრამ XXXIII ტური შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ლიდერთა რბოლაში. მარტვილელები, რომლებიც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ერთპიროვნულად ლიდერობდნენ სატურნირო ცხრილს, ერთი ქულით ჩამორჩებიან „რუსთავს“ და უშუალო კონკურენტთან ბრძოლისთვის ემზადებიან. იმისთვის, რომ „მერანმა“ ლიდერობა დაიბრუნოს, მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს და ჭყონდიდელები განსაკუთრებულად მოტივირებულნი ჩავლენ „რუსთავში“.

 

 როგორც უკვე ავღნიშნეთ, „მერანის“ ბანაკში საბრძოლო განწყობაა. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და ამაღლებული განწყობით ემზადება პრინციპული მატჩისთვის. წინა ტურში ორივე გუნდმა წარმატებულად იასპარეზა. „მერანმა“ თბილისის „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა საკუთარ არენაზე სერგეი ტრეტიაკის მიერ გატანილი გოლით. ეს უკრაინელისთვის 21-ე გოლი გახლდათ „მერანის“ მაისურით. თავისი მატჩი მოიგო „რუსთავმაც“, მართალია რუთსაველები პირველ ტაიმში 0:2 აგებდნენ „ცხინვალთან“, თუმცა მეორე ნახევარში თამაში შემოატრიალეს და საბოლოოდ 5:2 იმარჯვეს.

 

 გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიასაც. „მერანი“ და „რუსთავი“ 5 ოფიციალურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქიდან ორჯერ „მერანმა“ გაიმარჯვა, ორი მატჩი რუსთაველებმა მოიგეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

 

 და ბოლოს, თითოეულ „მერანელს“ გათავისებული აქ თუ რაოდენ პრინციპული მატჩია მომდევნო ტურში. დიდი ხანია მარტვილელი ქომაგი ელოდება ამ თამაშს, იმისთვის რომ თავის საყვარელ გუნდს ბოლომდე უქომაგოს და მეთორმეტე მოთამაშის როლი იკისროს! 3 ნოემბერს, რუსთავში, ჩვენი გუნდის გულშემატკივრების ტრანსპორტირებას კლუბის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს. 



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 34 80
მერანი 34 76
სიონი 34 59
გაგრა 34 50
ვიტ ჯორჯია 34 49
სამგურალი 34 49
ცხინვალი 34 36
გურია 34 34
ზუგდიდი 34 24
მეშახტე 34 24