1 2 3 4 5
„მერანმა“ „გურია“ გაანადგურა!

    განსხვავებული მიზნებით და სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას გუნდები. „მერანი“ უმაღლესი ლიგისკენ მიილტვის, „გურია“ კი ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. არსებული რეალობიდან გამომდინარე, გურულებს მედგარი წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ ლიდერისთვის, თუმცა მიხეილ მახვილაძის შეგირდებმა მატჩის დებიუტშივე მოუწყვეს შტურმი მასპინძლებს და შედეგად, შეხვედრა სულ რაღაც 10 წუთის დაწყებული იყო, როცა მარტვილელები 3-0 ანადგურებდნენ მეტოქეს...

 

 მოწინააღმდეგე გუნდის რბევას მე-2 წუთზე, რევაზ ბარაბაძემ დაუდო სათავე. შეტევა გიორგი გეგიამ წამოიწყო, მის გადაცემის შემდეგ, სერგეი ტრეტიაკმა თავით რევაზ ბარაბაძეს გადაუმისამართა ბურთი,რომელმაც ეფექტური დარტყმით შანსი არ დაუტოვა კიპერს.

 

 მე-5 წუთზე „მერანის“ „ცხრიანმა“ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად და დუბლი გაიფორმა.

 

 მე-11 წუთზე ლაშა ჩალაძის კარგი პასი გამოიყენა ვანო კურდღელაშვილმა, რომელიც ტექნიკური თამაშით გამოირჩევა, „მერანელმა“ ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მეკარე და კიდევ უფრო სოლიდური გახადა ანგარიში.

 

 58-ე წუთზე ისევ ბარაბაძის ჯერი დადგა. „მერანის“ ფორვარდმა ამჯერადაც საჯარიმო დარტყმა შეასრულა საფირმოდ და მიმდინარე ჩემპიონატში მე-15, დღევანდელ შეხვედრაში კი მე-3 გოლი მიითვალა.

 

 მატჩის საბოლოო ანგარიში მარტვილელთა გუნდის ბომბარდირმა, სერგეი ტრეტიაკმა დააფიქსირა. უკრაინელმა ლაშა ჩალაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა.

 

 დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა, ცოტნე ფაცაციას, რომელიც 17 წლისაა და „მერანის“ 19-წლამდე გუნდში ასპარეზობს. მარტვილელთა ახალწვეული საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელია, ფაცაციამ 10 წუთი დაჰყო მოედანზე და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

 

 ამრიგად ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა სტუმრად „გურია“.
25 ტურის შემდეგ „მერანი“ 56 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს და 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „რუსთავს“, თუმცა რუსთაველებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

 

8 სექტემბერი. 17:00. ლანჩხუთი. “ევ. შევარდნაძე“.
„გურია“ (ლანჩხუთი) – „მერანი“ (მარტვილი) 0:5 (0:3)
გოლები: 0:1’ 0:2’ რევაზ ბარაბაძე (2’ 5’), 0:3 ვანო კურდღელაშვილი (11’), 0:4 რევაზ ბარაბაძე (59’), 0:5 სერგეი ტრეტიაკი (68’).

 

„გურია“: პოლტავეცი, იაგრი (არქანია 56’), პაოლო, სილვა, ბერიძე, კიკნაველიძე, ჭანკოტაძე, ტელა, მოსიძე (წერეთელი 85’), შარიქაძე (კ) (ნარიაშვილი 53’), ბაკურაძე.
სათადარიგო: ხვედელიძე, კოტრიკაძე, ლაბაძე, დუდუჩავა.
მთავარი მწვრთნელი: გია გურული.

 

„მერანი“: კულუა (მამალაძე 46’), ორბელაძე (კ), ლომაშვილი, მელიავა, გეგია, ჩალაძე, ტეიდი, რუხაძე, კურდღელაშვილი (ჯიქია 71’), ტრეტიაკი, ბარაბაძე (ც. ფაცაცია 78’).
სათადარიგო: თოლორდავა, ლუკავა, ვ. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

 

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 34 80
მერანი 34 76
სიონი 34 59
გაგრა 34 50
ვიტ ჯორჯია 34 49
სამგურალი 34 49
ცხინვალი 34 36
გურია 34 34
ზუგდიდი 34 24
მეშახტე 34 24