1 2 3 4 5
„გურია“ VS “მერანი“: ლანჩხუთში სამი ქულისთვის

 სანაკრებო პაუზით გამოწვეული შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგა 2 ხვალ განახლდება. „მერანი“ XXV ტურის შეხვედრას, სტუმრად, ლანჩხუთში გამართავს და მორიგი სამი ქულის მოპოვებისთვის იბრძოლებს. ორივე გუნდს განსხვავებული მიზანი აქვს მიმდინარე ჩემპიონატში, მარტვილელები ეროვნული ლიგა 1-ში აღსაზევებლად იბრძვიან, გურულების მთავარი ამოცანა კი ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებაა, ასე რომ 8 სექტემბერს, უშეღავათო ორთაბრძოლა გაიმართება „ევ. შევარდნაძის“ სახელობის სტადიონზე.

 

 აღნიშნულ დაპირისპირებამდე, „მერანმა“ თავის უშუალო კონკურენტს და უახლოეს მდევარს „რუსთავს“ უმასპინძლა „მურთაზ ხურცილავაზე“ და მიუხედავად მასპინძლების დიდი უპირატესობისა, ის შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა. პრინციპულ მეტოქესთან ჰქონდა მატჩი „გურიასაც“. „მცხეთა პარკზე“, უხვგოლიან მატჩში 3-4 დამარცხდნენ გურულები. სატურნირო ცხრილს კლავინდებურად „მერანი“ ლიდერობს 53 ქულთ, ჩვენი ხვალინდელი მეტოქე კი 25 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

 

ურთიერთშეხვედრები
ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, "მერანის" და "გურიას" გზები სულ 17-ჯერ გადაიკვეთა. ამ დაპირისპირებებიდან 8 მატჩში "მერანმა" იმარჯვა, 6-ჯერ "გურიამ" მოიპოვა გამარჯვება. 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

 

დანაკლისი
მეგრულ-გურულ პაექრობას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. „მერანელებს“ დისკვალიფიკაციის გამო დავით მაისაშვილი და რაფაელ ჩუკურა დააკლდებათ. იგივე მიზეზით ვერ ითამაშებენ მოწინააღმდეგე გუნდში ალექსანდრე შენგელია და დავით მეგრელიშვილი.

 

„გურია“ – „მერანის“ დაპირისპირება ლანჩხუთში, „ევ. შევარდნაძის“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 8 სეტქმებერს 17:00 საათზე აიღებს სტარტს.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 34 80
მერანი 34 76
სიონი 34 59
გაგრა 34 50
ვიტ ჯორჯია 34 49
სამგურალი 34 49
ცხინვალი 34 36
გურია 34 34
ზუგდიდი 34 24
მეშახტე 34 24