1 2 3 4 5
მერანი-კოლხეთი 1:0

  ურეკში მარტვილის "მერანისა" და ფოთის "კოლხეთის" პაექრობა მერანელთა გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი გუნდის ახალწვეულმა საბა ლომიამ გაიტანა.

 

"მერანი" მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 2 აგვისტოს ქუთაისში, ადგილობრივ "ტორპედოსთან" გამართავს.

 

დაბოლოს სასიამოვნო სიახლეზეც: 23 წლის მცველი ვალერი იობაშვილი მარტვილის "მერანს" დაუბრუნდა. 

დაახლოებით ერთი თვის წინ იობაშვილმა კონტრაქტი 6+6 სისტემით ფოთის "კოლხეთთან" გააფორმა, გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა ბოლო პერიოდამდე და ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გუნდში გიორგი ტყეშელაშვილის გადასვლის შემდეგ მის პოზიციაზე კონკურენცია შეიქმნა. 

მწვრთნელმა ბოლო ამხანაგური სპარინგები იობაშვილის გარეშე ჩაატარა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კი, როგორც ჩანს, სათამაშო პრაქტიკა არჩია და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა ფოთელებთან.

იობაშვილი უკვე შეუერთდა მარტვილის "მერანს" და ზემოაღნიშნულ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

 

პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 3 9
მერანი (მარტვილი) 3 6
რუსთავი (რუსთავი) 3 5
სიონი (ბოლნისი) 2 4
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3 4
შევარდენი (თბილისი) 3 3
გაგრა (გაგრა) 3 2
არაგვი (დუშეთი) 3 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 3 1