1 2 3 4 5
"მერანი" მარტვილი - "სიონი" ბოლნისი 2:2

  ურეკში შეკრებაზე მყოფმა მარტვილის "მერანმა" კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ამჯერად ბოლნისის "სიონს" დაუზავდა. მატჩი საინტერესოდ წარიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა. მიუხედავად იმისა , რომ მერანელები საბა ლომიასა და ლევან ფონიავას გოლების წყალობით ორჯერ იგებდნენ, ექსმერანელმა გიორგი მანწკავამ ორჯერვე მოახერხა გათანაბრება და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ვთქვათ ისიც, რომ კოტდიუარელი მუნინი ტაპე, რომლის წასვლა გუნდიდან გადაწყვეტილი იყო, კვლავ "მერანთან" ერთად ვარჯიშობს. დიდი ალბათობით ის მარტვილს დაუბრუნდება.

მერანი: შეროზია,ქარქუზაშვილი, მჭედლიშვილი, კიკალიშვილი, გეგეჭკორი, დიდავა, ნოზაძე, ფონიავა, ამბროლაძე, ხარაბაძე, ლომია

შეცვლაზე შევიდნენ: მელიავა, გაბისონია, ბუკია, ჩხეტიანი, ჩიკვილაძე, ტაპე

მომდევნო შეხვედრას "მერანი" 30 ივლისს, ფოთის "კოლხეთთან" გამართავს.

პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 3 9
მერანი (მარტვილი) 3 6
რუსთავი (რუსთავი) 3 5
სიონი (ბოლნისი) 2 4
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3 4
შევარდენი (თბილისი) 3 3
გაგრა (გაგრა) 3 2
არაგვი (დუშეთი) 3 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 3 1