ასაკობრივი ლიგა - პირველი გამარჯვება "ოქროს ლიგაში"

წარუმატებელი სტარტის შემდეგ, "ოქროს ლიგაში", მეორე ტურის მატჩში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მარტვილის "მერანის" 15-წლამდელთა გუნდმა.
ნორჩმა "მერანელებმა" გორელ თანატოლებს უმასპინძლეს და გიორგი ლაცაბიძის მიერ შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი გოლით 1-0 დაამარცხეს "დილას" ასაკობრივი გუნდი.
შეგახსენებთ, რომ "ოქროს ლიგაში" შემდეგი ასაკობრივი გუნდები მონაწილეობენ: "მერანი" (მარტვილი), "დინამო" (თბილისი), "საბურთალო" (თბილისი), "სფფ. აკადემია" (ზუგდიდი), "ჩიხურა" (საჩხერე), "ტორპედო" (ქუთაისი), "დილა" (გორი), "გაგრა" (გაგრა), "შუქურა" (ქობულეთი), "კოლხეთი 1913" (ფოთი).
დღეს, თავისი შეხვედრა გამართა "მერანის" 17-წლამდე გუნდმაც დასავლეთ ჯგუფში, რომელიც შეხვედრის მიწურულს გაშვებული გოლით 0-1 დამარცხდა "ზუგდიდთან".
გათამაშების ცხრილი
![]() |
მერანი (მარტვილი) | 0 | 0 |
ჩიხურა (საჩხერე) | 0 | 0 | |
გაგრა (გაგრა) | 0 | 0 | |
სიონი (ბოლნისი) | 0 | 0 | |
რუსთავი (რუსთავი) | 0 | 0 | |
დინამო (ზუგდიდი) | 0 | 0 | |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 0 | 0 | |
შევარდენი (თბილისი) | 0 | 0 | |
გარეჯი (საგარეჯო) | 0 | 0 | |
მერანი (თბილისი) | 0 | 0 |